cookie

نحن نستخدم ملفات تعريف الارتباط لتحسين تجربة التصفح الخاصة بك. بالنقر على "قبول الكل"، أنت توافق على استخدام ملفات تعريف الارتباط.

avatar

Polemos

polemos.ge

إظهار المزيد
مشاركات الإعلانات
371
المشتركون
لا توجد بيانات24 ساعات
-17 أيام
-430 أيام

جاري تحميل البيانات...

معدل نمو المشترك

جاري تحميل البيانات...

"ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“ - განაცხადა მხარდამჭერებთან შეხვედრისას მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს კრემლის ძალისხმევით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ომი, დაპირისპირება და სისხლისღვრა დაატყდა თავს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ამ ორ რეგიონს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი არაერთხელ რაზმავდა, შესაბამისად ამ ტერიტორიებზე კონფლიქტებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ. გამონაკლისი არც 2008 წლის ომია, რომლისთვისაც რუსეთი რამდენიმე წლით ადრე, აქტიურად ემზადებოდა. საუკუნეზე მეტია ქართული მხარის დამნაშავედ გამოყვანა რუსული ნარატივის უცვლელი ნაწილია, რაც სამწუხაროდ, პაციფიზმთან და ნიჰილიზმთან ერთად ქართული საზოგადოების ნაწილში დაილექა. საერთო საზოგადოებრივ ინტერესებთან და მიზნებთან ერთად, საერთო ეროვნული ღირსება არ ცნობს ვიწრო პარტიულ ინტერესებს, მისთვის უცხოა 700 ლარიანი ხელფასისთვის დადუმება ან წინა ხელისუფლებისთვის რევანშის მიგების სანაცვლოდ ისტორიული მტრის წისქვილზე წყლის დასხმა. სანამ საქართველოში იღებენ ანტიქართულ, ქართველი მეომრების სახელის შემბღალავ ფილმებს და მტრებს ბოდიშს უხდიან საკუთარ მიწაზე მსხვერპლად ქცევისთვის, იქამდე რუსები ოკუპაციის პირა სოფლებში ადამიანებს იტაცებენ და წამებით კლავენ, ახდენენ მცოცავ ოკუპაციას და დღის წესრიგში ქართული ისტორიული მიწების მიერთების საკითხს აყენებენ. ქვეყნის გამთლიანების ლამაზი დაპირებები წინასაარჩევნოდ გადმოგდებული ისეთივე სატყუარაა, როგორც ტრადიციებით, ზნეობითა და რელიგიით ამოფარებული "ოცნების" მთელი კამპანიაა. თავმოყვარე ერი მტერს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს სთხოვს, ხოლო ერი რომელიც თავს ხრის, ასეთ მდგომარეობაში დარჩება კიდეც.
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
08. Defender - Fly The Flag.mp310.89 MB
პრაღაში ერთმა მეისტორიემ, როცა წარსულზე ვბჭობდით ორივე, შეკითხვა მომცა ბაასს დართული: ― რა ფერის იყო დროშა ქართული? რა ფერის დროშა გქონდათ ქართველებს, სულ ძველისძველი, ათასწლოვანი? თუმც საქართველო ბევრჯერ გათელეს, მაინც ხართ ხალხი სახელოვანი! ფერი დროშისა ბევრის მთქმელია, თანაც სიმაგრე დროშის ტარისა, დრო სუსტ ხალხების გარდამთქმელია, თქვენ დღესაც უმზერთ მზეს და მთვარესა; თუმც ისტორიულ ტაროსს ემდურით და აზიის ხმალს ― გამკვეთარესა, არა ხართ ხალხი უცაბედური, დროს მოატანეთ უნეტარესსა! ― პატივცემულო, გამიგონია, და ასეც არი შემოწმებული: ჩვენ შინდისფერი დროშა გვქონია, შავის არშიით შემოვლებული! ჩვენგან დაღვრილ სისხლს თურმე ნიშნავდა ფერი შინდური, სისხლური ფერი; მიწას თუ მდელოს, ქვას და ქვიშათა სისხლით ჰპოხავდა მშობელი ერი! მწარე, შავ დღეებს ჩვენი წარსულის მოასწავებდა შავი არშია; დროშა შინდური, შავმოგარსული, ქროლვით დაჰქროდა მთა და ბარშია! ვისაც სჩვევია რბევა და პარვა, და მტაცებლურად უთავხედია, მრავალ დამპყრობელს, ჯალათს და მტარვალს, შიშით მისათვის შეუხედია! იბრძოდა დროშა და მის კალთებზე ერთურთს ებრძოდა ეს ორი ფერი, ― წითელი, შავი ერთურთს უტევდნენ, მით გამარჯვებას ჭედავდა ერი! განა ფერები? სიკვდილ-სიცოცხლე, ბნელთან - ნათელი, ავთან - კეთილი, - იბრძოდნენ მწარედ, შმაგურ სიცეცხლით, გააფთრებული ძალთა კვეთებით! ხშირად, დროშა რომ გაშავდებოდა, მაშინ წითლად ჩნდა მიწა ქართლისა; მაშინ კრწანისის ღამე დგებოდა უკანასკნელი არაქათისა. და თუმც მოგვიტყდა ათასი მეხი, ძნელი სათქმელად და საამბობლად, ამაყად იდგა ერი ნაჩეხი, და არ დაუთმო შავ ფერს სამშობლო! ― ძმავ-მეგობარო, ხომ ყოველ დრო-ჟამს, ხალხის ოცნება ყოფილა წრფელი? შეუღებია სამშობლოს დროშა ჩემს ხალხს საკუთარ სისხლისვე ფერით. გიორგი ლეონიძე 📷 ქართველი მეომრები სუჯაში, კურსკის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აგვისტო 2024წ.
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობის ხანმოკლე, სამწლიანი პერიოდის მიუხედავად, საქართველოს არაერთი სამაგალითო და სახელოვანი მეომარი და ოფიცერი უბოძა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია სახალხო გვარდიის მთავარსარდალი - ვალიკო ჯუღელი, რომელსაც სხვა ოფიცრებისგან განსხვავებით ყველაზე მძიმე ტვირთის ტარება მოუწია. იმ პერიოდში სახალხო გვარდია მარქსისტული მთავრობის ძალაუფლების მთავარ დასაყრდენსა და რეპრესიულ მანქანას წარმოადგენდა ქვეყანაში, ვალიკო ჯუღელიც სტუდენტობის წლებიდანვე მარქსისტული იდეების მხურვალე მოზიარე გახლდათ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასაც არც ისე დიდი ოვაციით შეხვდა თავიდან. ამის მიუხედავად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჯუღელმა იმაზე დიდი მსვერპლი გაიღო, ვიდრე საფრანგეთში გაქცეული მთავრობის ნებისმიერმა მაღალი რანგის წევრმა. ის და მისი გვარდიელები ყველა ომში მონაწილეობდნენ, იქნებოდა ეს ომი თურქებთან, რუსებთან, სომხებთან თუ კომუნისტ ამბოხებულებთან. ჯუღელს მოუწია მძიმე, მაგრამ საჭირო ზომების მიღება ბოლშევიკი აჯანყებულების მიმართ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - "ჩვენ გარშემო ყველგან იწვის ოსური სოფლები. საშინელი ანგარიშსწორებაა, მაგრამ სხვა გზა არ არის. ჩვენ ვერ ვიპოვეთ სხვა გზა. და არც არავის შეეძლო მისი პოვნა! აუცილებელი იყო, ან ჩაგვეხშო აჯანყება და გადაგვერჩინა ჩვენი დემოკრატია, ან კიდევ დაგვეღუპა ჩვენი დემოკრატია და სისხლიანი ვანდეისთვის მიგვეცა ზეიმის საშუალება. დავიღალეთ სიტყვების, შთაგონებებისა და თხოვნებისგან. ისინი ყოველთვის სარგებლობენ ჩვენი პრობლემებით და აჯანყებებს გვიწყობენ. რამდენიმე წლის წინ, თავისი აჯანყებით თურქებს ბათუმის აღება გაუადვილეს. გასულ წელს დენიკინს ეხმარებოდნენ, ახლა კი ბოლშევიკებთან შეთანხმებით გვიჯანყდებიან!" ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში წასულ ვალიკო ჯუღელს, სდრ-ს სხვა მაღალჩინოსნების მსგავსად თავისუფლად შეეძლო უდარდელად, გაზეთებში პატრიოტული სტატიების წერაში გაელია დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ ის არ იყო მათი მსგავსი, მას ბრძოლა სწყუროდა. 1924 წელს ჯუღელი საკუთარი ნებით გასაბჭოებულ საქართველოში დაბრუნდა - "3 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი თავგანწირვით იბრძოდა, სისხლისგან იცლებოდა და თავის საუკეთესო შვილებს კარგავდა... ჩვენ კი უცხოეთში "ვუთანაგრძნობდით" ამ ბრძოლას. იქ საქართველოში ბევრი დაიხოცა, მრავალი დაიხვრიტა და კიდევ მეტი დაავადმყოფდა. არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ და რას გრძნობენ, მე კი საშინლად მრცხვენია და ვიტანჯები. დღეს ეს სირცხვილის გრძნობა უნდა შემიწყდეს, იმიტომ რომ მე საქართველოში ვბრუნდები." მშიერ-მწყურვალი, საქართველოს ტყეებში დადიოდა და ხალხს აჯანყებისთვის რაზმავდა. 1924 წლის 9 აგვისტოს ჯუღელი დააპატიმრეს. პატიმრობაში მყოფმა, მან რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, თუმცა ჩეკისტებმა არ აცადეს, ცოცხალი სჭირდებოდათ. "მე სრულიად არ ვიცი ჩემი მომავალი, მხოლოდ ის, რომ თუ ეს აუცილებლად საჭირო გახდება, მე თვითონ მოვიახლოვებ ჩემს სიკვდილს, რაც მე საკმაოდ მამშვიდებს". ვალიკო ჯუღელი 30 აგვისტოს, სხვა აჯანყებულებთან ერთად დახვრიტეს. "დახვრეტილი იქნა ცნობილი ბანდიტი, ხალხის მტერი, ოსეთისა და აფხაზეთის გამანადგურებელი ვალიკო ჯუღელი" - გაზეთი "კომუნისტი". ასე მეწამეობრივად, სამშობლოსთვის ბრძოლაში აღესრულა ერთ დროს მარქსისტი და საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე ვალიკო ჯუღელი. სამარადისო ხსოვნა სამშობლოსთვის წამებულ ვალიკო ჯუღელს!
إظهار الكل...
Photo unavailableShow in Telegram
ატარეთ ისტორია და მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს განვითარებაში! შევრონი - “ქართული ლეგიონი”. მასალა: PVC(პოლივინილქლორიდი). ზომა: 60მმ. ფასი: 50 ₾. "დელივოს" სასურველ სერვის ცენტრში გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. შესაკვეთად მოგვწერეთ ფეისბუკის ან ინსტაგრამის პირადში.
إظهار الكل...
პოლემოსი მორიგ სიახლეს გთავაზობთ! გულსაბნევი - “საქართველო უწინარეს ყოვლისა”. მასალა: შავი ნიკელი, მინანქარი. ზომა: 25მმ. თითოეულ გულსაბნევზე ლაზერული გრავირებით დატანილია ჩვენი პროექტის ლოგო. ფასი: 40 ₾. "დელივოს" სასურველ სერვის ცენტრში გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. შესაკვეთად მოგვწერეთ ფეისბუკის ან ინსტაგრამის პირადში.
إظهار الكل...
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის - გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. გენერალ კვინიტაძის სახელს უკავშირდება: 1918 წლის ზაფხულში თურქული რაზმების დამარცხება ქვემო ქართლში; 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს შულავერის ფრონტის შტაბის ხელმძღვანელობა; 1919 წელს მისი სარდლობით ქართულმა ჯარმა დაამარცხა ე.წ ყარსის რესპუბლიკის ჯარები, აიღო ახალციხე და არტაანი; 1920 წლის მაისში, მისი მთავარსარდლობით საქართველომ საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შეტევა მოიგერია; 1918-1921 წლებში ჩაახშო რამდენიმე ანტისახელმწიფოებრივი ბოლშევიკური აჯანყება, აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთ-საქართველოს ომის დროს  სარდლობდა ქართულ ჯარს.  გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, რუსების მიერ თბილისზე განხორციელებული რამდენიმე შტურმი მოიგერია და მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა 24 თებერვლის საღამოს, დედაქალაქის დატოვებისა და ბრძოლის მცხეთის პოზიციებიდან გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მოქმედებით იგი ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა. კვინიტაძემ ეს გადაწყვეტილება რეზერვის არყოლისა და დაუცველი ფლანგებიდან მტრის კავალერიის მანევრების გამო მიიღო, რაც მისი აზრით, დედაქალაქის დამცველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას უქადდა. თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, ჯარის მორალური სულისკვეთება დაეცა და მცხეთის პოზიციებზე გამაგრება ვერ მოხერხდა. კვინიტაძის მხრიდან მოწინააღმდეგის დამარცხების უკანასკნელი მცდელობა 4-6 მარტს, ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა. წითელი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილში. სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. წითელარმიელთა დაზვერვა გენერალ კვინიტაძეს ასე ახასიათებდა: “ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტყინება, შეტევა ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზე ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრული უშიშრობა, იცის მასების გამხნევება და მითი გატაცება. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა". სამარადისო დიდება გენერალ გიორგი კვინიტაძეს!
إظهار الكل...
اختر خطة مختلفة

تسمح خطتك الحالية بتحليلات لما لا يزيد عن 5 قنوات. للحصول على المزيد، يُرجى اختيار خطة مختلفة.