cookie

We use cookies to improve your browsing experience. By clicking «Accept all», you agree to the use of cookies.

avatar

ჩემი ხმა ევროკავშირს

საინფორმაციო არხი Wevote.ge

Show more
Advertising posts
7 917
Subscribers
-1024 hours
-587 days
-33030 days

Data loading in progress...

Subscriber growth rate

Data loading in progress...

🇪🇺 ევროკავშირი მზად არის, გააუქმოს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კონტინენტზე თავისუფლად მოგზაურობის უფლებას ანიჭებს, - ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა POLITICO აქვეყნებს. 🔻 გამოცემა წერს, რომ ეს ბრიუსელისა და ევროკავშირის წევრობისთვის ოდესღაც ყველაზე პერსპექტიული ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელოვანი რღვევის ნიშანია. 🔻 ხუთშაბათს POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა", თუ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, "ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციურად დროებით შეჩერების ჩათვლით". 💭 "ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის პრევენცია", - განაცხადა პრესსპიკერმა. 🔴 გამოცემა სტატიაში აქციების დარბევაზე, დისკრიმინაციულ კანონებსა და მის მწვავე შედეგზეც საუბრობს. აქვე, ნახსენებია, კესარია აბრამიძის მკვლელობაც. 💭 "ქართული ოცნების" წამყვან პოლიტიკოსებს ამ კვირის დასაწყისში აშშ-მა სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც მიიღეს რუსული სტილის კანონები. ამ წლის დასაწყისში, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომელიც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უცხოურ აგენტებად აიდენტიფიცირებს. საქართველოს კანდიდატურა ევროკავშირში ფაქტობრივად გაიყინა პარლამენტში მისი მიღების შემდეგ. შემდეგ, სამშაბათს, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ხმა მისცეს მოსკოვის მიერ შთაგონებულ "ლგბტ პროპაგანდის" კანონპროექტს, რომელიც აკრძალავს ერთსქესიანთა ურთიერთობების საჯაროდ ხსენებას, მათ შორის პრაიდის ღონისძიებებს, ცენზურას ადებს ფილმების. ქვეყნის ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, 37 წლის კესარია აბრამიძე, კანონის მიღებიდან მეორე დღეს მოკლეს" - წერია სტატიაში.
Show all...
7🎉 1🤝 1
🔻 "ძალიან მოკლედ ვიტყვი - საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორიც პრემიერმა გუშინ გააკეთა - არცერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას, საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო" - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი #ტაბულა
Show all...
🤝 15 8
🗨️ საქართველოს მთავრობის ქმედებები და განცხადებები, რომლებიც იწვევს ქვეყნის შემდგომ იზოლაციას დასავლეთისგან, აშშ-სგან და ევროპისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესში - აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი
Show all...
🤝 10 2
📝 მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, სანქციები და ასევე, 60 ქართველ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს“, - წერს ჯინ შაჰინი X-ზე.
Show all...
37👎 3🤩 1
კამპანია- ჩემი ხმა ევროკავშირს ⭐️ დღეიდან ქუჩებშიც შეგხვდებათ ჩვენი სივრცე, სადაც მიიღებთ ინფორმაციას და ასევე დაგეხმარებით არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგიტრირებაში 🇬🇪🇪🇺 დაიცავი ხმა, შემოგვიერთდი! wevote.ge
Show all...
60👎 1
„საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას — ძალიან ვწუხვარ, რომ ვამბობ, მაგრამ ერთადერთი თხოვნა რაც მას ჰქონდა ის იყო რომ ამერიკამ შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი მთავრობის მიმართ“, — განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ანტი-არასამთავრობო ორგანიზაციების კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებზე მსჯელობენ
Show all...
19
"ჩვენ ვიცით, რომ ეს კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ქვეყნის აგენტებს უწოდებს, ძალიან მავნე კანონია. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი კანონი პირველად ვლადიმერ პუტინის მიერ შეიქმნა და ამის შემდეგ ეს კანონი რეპრესიის იარაღად გამოიყენება. [...] განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს საკითხი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაეხსნა გზა ევროკავშირისკენ, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს გზა არ ყოფილიყო ათვისებული საქართველოს მიერ. ჩვენ ვიცით, რომ 2012 წელს საქართველოში ჩატარდა პირველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ძალაუფლება გადაეცა მშვიდობიანად. ამის შემდეგ, ჩვენ სულ უფრო და უფრო გვაოცებს ის, რაც ხდება საქართველოში. ქართველი ხალხი ნამდვილად იბრძვის იმისთვის, რომ მოიპოვოს თავისუფლება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ეს საკითხი გადაწყდება. [...] შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთოს მეტი იმისთვის, რომ დაძლიოს ეს დაბრკოლება და უნდა განვიხილოთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ საკითხის გადასაჭრელად" | თქვა სენატორმა ჯიმ რიშმა, აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისას [სინქრონული თარგმანი]
Show all...
12
"მე თქვენ მაძლევთ იმედს, როცა მეუბნებით რომ ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის დასავლეთისკენ. ჩვენ ამას ვნახავთ არჩევნებზე... თუ ქართველ ხალხს უნდა დასავლეთისკენ სწრაფვა, ისინი გამოიყენებენ ოქტომბრის არჩევნებს, იმისთვის რომ ამას მიაღწიონ. ჩვენ დავაკვირდებით ამ არჩევნებს" | თქვა სენატორმა რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოზე საუბრისას [სინქრონული თარგმანი]
Show all...
13
📣 საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს წარმომადგენელი, ეკა გიგაურის გამოსვლა აშშ-ის სენატში
Show all...
2024 წლის 12 სექტემბერი - ბატონო თავმჯდომარევ, ბენ კარდინ, - ბატონო ჯიმ რიშ, - პატივცემულო სენატორებო, მადლობა ამ სხდომაზე საუბრის შესაძლებლობისთვის. მადლობა იმ  ორპარტიული მხარდაჭერისთვისაც, რასაც თქვენი კომიტეტი დიდი ხნის განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ. მე  ეკა გიგაური ვარ, ვხელმძღვანელობ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“,  ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში კარგი მმართველობისა და კორუფციის თემებზე მუშაობს.  მოგიყვებით საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების  მიმართ მტრულად განწყობილ კანონმდებლობაზე და, გაგიზიარებთ ჩემი, როგორც უფლებადამცველის პირად გამოცდილებას სახელისუფლებო თავდასხმებთან დაკავშირებით.  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონების შემოღების ტენდენცია საგანგაშოა. პირველად ეს კანონები რუსეთში პუტინის რეჟიმმა დანერგა, რასაც  შედეგად  კონსოლიდირებული ავტოკრატია მოჰყვა. საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ამ ტიპის კანონების მიღებასთან ერთად, ავტოკრატიული მმართველები მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ იწყებენ მოქმედებას -  ერთდროულად რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას აძლიერებენ,  თან საზოგადოებას ხლეჩენ და ძირს უთხრიან აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორობას.   ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად კი ორი მთავარი ელემენტია აუცილებელი: აქტიური მოქალაქეების ერთიანობა, რომელთა გაცნობიერებული არჩევანიცაა თავისუფლება და მზაობა მის დასაცავად; და მეორე, საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მძლავრი მხარდაჭერა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების  მიმართ. საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უნდა საუბრობდეს და მოქმედებდეს მორალური ავტორიტეტით, მტკიცედ და დამაჯერებლად. სამი ათეული წელია, ზუსტად ასეთ პარტნიორად იქცა ჩვენთვის ამერიკა, როდესაც ქართველებს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის  დაცვაში გვეხმარებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის  გასაკეთებელი საქმე,  ამერიკამ უნდა გააკეთოს. არა და არა! საქართველოს მოქალაქეების გააზრებული არჩევანია თავისუფლება ავტორიტარიზმის ნაცვლად,  თავისუფლებას კი ვერავინ, ყველაზე დიდი მოკავშირეც, ვერ მოგანიჭებს. ხალხმა, ვისთვისაც ამერიკა ყოველთვის იყო შთაგონების წყარო, ზუსტად იცის, რომ თავისუფლების მოპოვება მხოლოდ ბრძოლითაა შესაძლებელი! იქ, სადაც დემოკრატიის მხარდამჭერი ძლიერი მოძრაობები არსებობენ, ხოლო  ამერიკასთან პარტნიორობას რუსეთის მსგავსი ქვეყნები უქმნიან საფრთხეს - რასაც ახლა საქართველოში ვადევნებთ თვალს -   მოქალაქეების  დემოკრატიული მისწრაფებების თანმიმდევრული მხარდაჭერა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.  საქართველოში „რუსულ კანონს“ სახალხო მღელვარება მოჰყვა. თუმცა ხელისუფლებამ მაინც განაგრძო წითელი ხაზების გადაკვეთა რუსული ყაიდის მმართველობის დასამყარებლად. ამიტომ ქართველებისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფაქტიურად რეფერენდუმია! მკაფიო არჩევანი დემოკრატიულ, წარმატებულ ევროპულ მომავალსა და ჭაობში ჩარჩენილ რუსეთის სატელიტად გახდომას შორის. თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, ეს დემოკრატიული განვითარების შანსებს  საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსაც გაუქრობს. გეოპოლიტიკურად ეს ასე ითარგმნება, რუსეთი კვლავაც  უკანა ეზოდ მოგვნიშნავს და თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს. რუსეთში აპრობირებული ავტოკრატიული მიზნები მარტივია: კრიტიკული ხმების ჩახშობა, სამოქალაქო სივრცის ჩაკეტვა და თავისუფალი მედიის გაქრობა.  ამ მიზნების მიღწევისთვის კი კანონიერების ცრუ ფასადით შენიღბული ანტი-არასამთავრობო კანონმდებლობა ძალიან მოხერხებული იარაღია. საქართველოში ეს პროცესი სამ ეტაპად წარიმართა: პირველი ფაზა: რეპრესიების დასაკანონებლად ნიადაგის მომზადება ყველაფერი  სამოქალაქო საზოგადოების, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიის მხარდამჭერი ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ მასიური კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიით დაიწყო. სხვა კოლეგებთან ერთად, მე და ჩემი ოჯახის წევრებიც გავხდით მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმებისა და დაშინების სამიზნე. მეორე ფაზა: კანონის მიღება საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად სახალხო მღელვარების, ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მკაფიო გაფრთხილების მიუხედავად,  კანონი მაინც მიიღეს.
Show all...
9
Choose a Different Plan

Your current plan allows analytics for only 5 channels. To get more, please choose a different plan.