cookie

We use cookies to improve your browsing experience. By clicking «Accept all», you agree to the use of cookies.

avatar

ჩემი ხმა ევროკავშირს

საინფორმაციო არხი Wevote.ge

Show more
Advertising posts
7 917
Subscribers
-1024 hours
-587 days
-33030 days

Data loading in progress...

Subscriber growth rate

Data loading in progress...

🇪🇺 ევროკავშირი მზად არის, გააუქმოს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კონტინენტზე თავისუფლად მოგზაურობის უფლებას ანიჭებს, - ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა POLITICO აქვეყნებს. 🔻 გამოცემა წერს, რომ ეს ბრიუსელისა და ევროკავშირის წევრობისთვის ოდესღაც ყველაზე პერსპექტიული ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელოვანი რღვევის ნიშანია. 🔻 ხუთშაბათს POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა", თუ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, "ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციურად დროებით შეჩერების ჩათვლით". 💭 "ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულება, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის პრევენცია", - განაცხადა პრესსპიკერმა. 🔴 გამოცემა სტატიაში აქციების დარბევაზე, დისკრიმინაციულ კანონებსა და მის მწვავე შედეგზეც საუბრობს. აქვე, ნახსენებია, კესარია აბრამიძის მკვლელობაც. 💭 "ქართული ოცნების" წამყვან პოლიტიკოსებს ამ კვირის დასაწყისში აშშ-მა სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც მიიღეს რუსული სტილის კანონები. ამ წლის დასაწყისში, ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომელიც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უცხოურ აგენტებად აიდენტიფიცირებს. საქართველოს კანდიდატურა ევროკავშირში ფაქტობრივად გაიყინა პარლამენტში მისი მიღების შემდეგ. შემდეგ, სამშაბათს, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ხმა მისცეს მოსკოვის მიერ შთაგონებულ "ლგბტ პროპაგანდის" კანონპროექტს, რომელიც აკრძალავს ერთსქესიანთა ურთიერთობების საჯაროდ ხსენებას, მათ შორის პრაიდის ღონისძიებებს, ცენზურას ადებს ფილმების. ქვეყნის ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ქალი, 37 წლის კესარია აბრამიძე, კანონის მიღებიდან მეორე დღეს მოკლეს" - წერია სტატიაში.
Show all...
7🎉 1🤝 1
🔻 "ძალიან მოკლედ ვიტყვი - საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორიც პრემიერმა გუშინ გააკეთა - არცერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას, საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო" - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი #ტაბულა
Show all...
🤝 15 8
🗨️ საქართველოს მთავრობის ქმედებები და განცხადებები, რომლებიც იწვევს ქვეყნის შემდგომ იზოლაციას დასავლეთისგან, აშშ-სგან და ევროპისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესში - აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი
Show all...
🤝 10 2
📝 მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ოთხ ქართველ პირს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან, სანქციები და ასევე, 60 ქართველ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს“, - წერს ჯინ შაჰინი X-ზე.
Show all...
37👎 3🤩 1
კამპანია- ჩემი ხმა ევროკავშირს ⭐️ დღეიდან ქუჩებშიც შეგხვდებათ ჩვენი სივრცე, სადაც მიიღებთ ინფორმაციას და ასევე დაგეხმარებით არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგიტრირებაში 🇬🇪🇪🇺 დაიცავი ხმა, შემოგვიერთდი! wevote.ge
Show all...
60👎 1
„საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას — ძალიან ვწუხვარ, რომ ვამბობ, მაგრამ ერთადერთი თხოვნა რაც მას ჰქონდა ის იყო რომ ამერიკამ შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი მთავრობის მიმართ“, — განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ანტი-არასამთავრობო ორგანიზაციების კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებზე მსჯელობენ
Show all...
19
"ჩვენ ვიცით, რომ ეს კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ქვეყნის აგენტებს უწოდებს, ძალიან მავნე კანონია. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი კანონი პირველად ვლადიმერ პუტინის მიერ შეიქმნა და ამის შემდეგ ეს კანონი რეპრესიის იარაღად გამოიყენება. [...] განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს საკითხი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაეხსნა გზა ევროკავშირისკენ, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს გზა არ ყოფილიყო ათვისებული საქართველოს მიერ. ჩვენ ვიცით, რომ 2012 წელს საქართველოში ჩატარდა პირველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ძალაუფლება გადაეცა მშვიდობიანად. ამის შემდეგ, ჩვენ სულ უფრო და უფრო გვაოცებს ის, რაც ხდება საქართველოში. ქართველი ხალხი ნამდვილად იბრძვის იმისთვის, რომ მოიპოვოს თავისუფლება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ეს საკითხი გადაწყდება. [...] შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთოს მეტი იმისთვის, რომ დაძლიოს ეს დაბრკოლება და უნდა განვიხილოთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ საკითხის გადასაჭრელად" | თქვა სენატორმა ჯიმ რიშმა, აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისას [სინქრონული თარგმანი]
Show all...
12
"მე თქვენ მაძლევთ იმედს, როცა მეუბნებით რომ ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის დასავლეთისკენ. ჩვენ ამას ვნახავთ არჩევნებზე... თუ ქართველ ხალხს უნდა დასავლეთისკენ სწრაფვა, ისინი გამოიყენებენ ოქტომბრის არჩევნებს, იმისთვის რომ ამას მიაღწიონ. ჩვენ დავაკვირდებით ამ არჩევნებს" | თქვა სენატორმა რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოზე საუბრისას [სინქრონული თარგმანი]
Show all...
13
📣 საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს წარმომადგენელი, ეკა გიგაურის გამოსვლა აშშ-ის სენატში
Show all...
ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით გააგრძელა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო მეგობრებს საქართველოს დესტაბილიზაციის მოსურნე „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენს. ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მესამე ფაზა: რუსული კანონის აღსრულება ახლა, ამ საუბრის პარალელურად, საქართველოში კანონის აღსრულების მესამე ფაზაა დაწყებული. კანონის რეპრესიული ზომები მოიცავს: ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვის „უცხოური აგენტების“ იარლიყის მიწებებას. ქართველებისთვის ეს ტერმინი დამამცირებელია და საბჭოთა რეპრესიებთანაა ასოცირებული.   მძიმე ფულადი ჯარიმების დაწესებას და ქონების დაყადაღებას მათთვის, ვინც უარს ამბობს „აგენტად“ დარეგისტრირებაზე ან არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას. პირადი ხასიათის მგრძნობიარე ინფორმაციის გამოთხოვას, რაზეც უარი ასევე  ჯარიმებს ან აქტივების გაყინვას იწვევს. საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ მე აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ. ახლა გადამწყვეტ  ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ! ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ. ქართველ ხალხს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები უჭერენ მხარს; მკაფიო გზავნილებით ესაუბრებიან ქართველ ავტოკრატებს; ამხნევებენ მათ, ვინც დემოკრატიას იცავს; ასანქცირებენ მათ, ვინც დემოკრატიას აზიანებს; „მეგობარი აქტისა“ და „ქართველი ხალხის აქტის“ ინიციატივებით გამოდიან. ამ მხარდაჭერას გულითადად აფასებს თითოეული ქართველი, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა და ჩაგვრა მიუღებელია.  ქართველები კარგად აცნობიერებენ, რომ თავისუფლება მარტივად არ მოდის და მას მოპოვება სჭირდება - მთელი ჩვენი ისტორია ასეთი ბრძოლის და  თავგანწირვის მაგალითებითაა სავსე.  ამერიკისა და მისი მოკავშირეების დახმარებით, ჩვენ ერთხელ უკვე ავაშენეთ მსოფლიოს ამ ნაწილში განვითარებადი დემოკრატია და მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ახლაც გავიმარჯვებთ სახელოვნად! მოხარული ვარ, ვუპასუხო თქვენს კითხვებს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ ქართველი ხალხისადმი ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტური.
Show all...
8
Choose a Different Plan

Your current plan allows analytics for only 5 channels. To get more, please choose a different plan.